... (H-9), XIX ს.

1. რომელმან შეჰქმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზეგარდმო არსნი სულითა ჰყვნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგვცა ქუეყანა გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა

2. ჰე ღმერთო ერთო შენ შექმენ სახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკუდიდმდე გასატანისა ცოდუათა შესუბუქება მუნ თანა წასატანისა