... (Q-1146), XVIII ს.

ამა ამბისა დასაწყისი პირველი ამო და სასმენელად მშვენიერი ტარიელს და ნესტან დარეჯანს ვეფხვის ტყავოსნობით უხმობენ ოთხ რიცხვს ქვეშ

1. :რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა ზე გარდმო არსნი სულითა ჰყუნა ზეცით მონაბერითა ჩვენ კაცთა მოგუცა ქუჱყანა გვაქვს უთვალავი ფერითა მისგან არს ყოვლი ჴელმწიფე სახითა მის მიერითა

2. :ჰე ღმერთო ერთო შენ შეჰქმენსახე ყოვლისა ტანისა შენ დამიფარე ძლევა მეც დათრგუნვად მე სატანისა მომეც მიჯნურთა სურვილი სიკუდიდმდე გასატანისა ცოდვათა შესუბუქება მუნ [..............................................]

3. :ვის შუჱნის ლომსა ჴმარება ფარისა შუბ შიმშერისა მეფისა მზის თამარის ღაწვ ბალახშ თმა გიშერისა მას არა ვიცი შევკადრო შესხმა ხოტბისა ჴშირისა მისთა მჭურეტელთა ყანდისა მირთმა ჴამს მართ მი შერისა

4. :თამარს ვაქებდეთ მეფესა სისხლისა ცრემლ დათხეული ვთქუენით ქებანი ვისმინე არ ავად გამორჩეული მელნად ვიხმარე გიშრის ტბა და კალმად მინა რხეული ვინცა ისმინოს დაესვას ლახვარი გულსა ხეული

5. :მიბრძანეს მათად საქებრად თქმა ლექსების ტკბილისა ქება წარბთა და წამწამთა თმათა და ბაგე კბილისა ბროლ ბალახშისა თლილისა მით მიჯრით მიწყობილისა გასტეხს ქვასაცა მაგარსა გრდემლი ტყვიისა ლბილისა

6. :აწ ენა მინდა გამოთქმად გული და ხელოვანება ძალი მამეც და შეწევნა შენგნით მაქვს მივსცე გონება მით შევეწივნეთ ტარიელს ტურფადცა უნდა ხსენება მათ სამთა გმირთა მნათობთა სჭირს ერთმანერთის მონება

7. :მო დავსხდეთ ტარიელისთვის ცრემლი გვდის შეუშრობილი მისებრი მართ დაბადებით ვინცა ყოფილა შობილი დავჯე რუსთველმან გავლექსე მისთვის გულ ლახვარ სობილი აქამდის ამბვათ ნათქვამი აწ მარგალიტი წყობილი

8. :მიჯნურსა თვალად სიტურფე მართებს მართ ვითა მზეობა სიბრძნე სიუხვე სიმდიდრე სიყმე და მოცალეობა ენა გონება დათმობა მძლეთა მებრძოლთა მძლეობა ვისცა ეს სრულად არა სჭირს აკლია მიჯნურთ ზნეობა

9. :მიჯნურობა არის ტურფა საცოდნელად ძნელი გვარი მიჯნურობა სხვა რამეა არ სიძვისა დასადარი იგი სხვაა სიძვა სხვაა შუა უზის დიდი ზღვარი ნურვინ გარევთ ერთმანეთსა გესმის ჩემი ნაუბარი

10. :ჴამს მიჯნური ხანიერი არ მეძავი ბილწი მრუში რა მოშორდეს მოყვარესა გაამრავლოს სულთქმა უში გული ერთსა დააჯეროს კუშტი მიხვდეს თუნდა ქუში მძულს უგულოდ სიყვარული ხვევნა კოცნა მტლაში მტლუში

11. :ამა საქმესა მიჯნური ნუ უხმობს მიჯნურობასა დღეს ერთი უნდეს ხვალე სხვა სთმობდეს გაყრისა თმობასა ესე მღერასა ბედითსა ჰგავს ვაჟთა ყმაწვილობასა კარგი მიჯნური იგია ვინ იქმს სოფლისა თმობასა

12. :არს პირველი მიჯნურობა არ დაჩნევა ჭირთა მალვა თავისწინა იგონებდეს ნიადაგმცა ჰქონდა ხალვა შორით კდომა შორით ბნედა შორით დაგვა შორით ალვა დათმოს წყრომა მეფეთაგან მის ჰქონდეს შიში კრძალვა

13. :ჴამს თავისსა ხვაშიადსა არვისთანა ამჟღავნებდეს არ ბედითად აჰი ზმიდეს მოყვარესა აყივნებდეს არსიდ უჩნდეს მიჯნურობა მისთვის იფერებდეს მისთვის ჭირი ლხინად უჩნდეს მისთვის ცეცხლსა მოიდებდეს

14. :მას უშმაგო ვით მიენდოს ვინ მოყვარე გაამჟღავნოს ამის მეტი რამცა ირგოს მას ავნოს და თჳთცა ივნოს რათამცაღა ასახელა რა სიტყვითა მოაყივნოს რა გავა თუ მოყვარესა კაცმან გული არ ატკივნოს

15. :მე რუსთველი ჴელობითა ვიქმ საქმესა ამად არი ვის მორჩილობს ჯარი სპათა მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი დავუძლურდი მიჯნურთათჳ კვლავ წამალი არსით არი ანუ მამცეს განკურნება ანუ მიწა მესამარი

16. :ესე ამბავი სპარსული ქართულად ნათარგმანები ვით მარგალიტი ობოლი ჴელის ჴელ საგოგმანები ვპოვე და ლექსად გარდავსთქვი საქმე ვჰქენ საჭოჭმანები ჩემმან ხელ მქმნელმან დამართოს ლაღმან და ლამაზმა ნები

17. :თვალთა მისგან უნათლოთა ენატრამცა ახლად ჩენა აჰა გული გამიჯნურდა მიხდომია ველთა რბენა მიაჯეთ ვინ ჴორცთა დაწვა კმარის მისცეს სულთა ლხენა სამთა ფერთა საქებელთა ლამის ლექსთა უნდა ვლენა