ვეფხისტყაოსანი (H-2689), XIX ს.

ვეფხისტყაოსანი

1. [.....................................................................] [.....................................................................] დღეს გული ცეცხლსა უშრეტსა დაბმით დამიბა მახია჻ აწღა ვცან საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია჻

2. ამას მოსთქუამს ცრემლსა აფრქვევს ათრთოლებს და აწანწარებს჻ გულამოსკვნით ოხვრა სულთქმით მიხრის ტანსა მიაწარებს჻ საყუარლისა სიახლესა მოშორვება გაამწარებს჻ ვაჲ საწუთრო ბოლოდ თავსა ასუდარებს აზეწარებს჻

3. ყმა მივიდა საწოლს დაჯდა ზოგჯერ ტირს და ზოგჯერ ბნდების჻ მაგრა ახლავს გონებითა საყუარელსა არ მოსწყდების჻ ვით მწვანვილსა თრთვილისაგან პირსა ფერი მოაკლდების჻ ჰხედავთ ვარდსა უმზეობა როგორ ადრე დააჩნდების჻

4. გული კრულია კაცისა ხარბი და გაუძღომელი჻ გული ჟამჟამად ყოველთა ჭირთა მთმო ლხინთა მდომელი჻ გული ბრმა ურჩი ხედვისა თვით ვერას ვერ გამზომელი჻ ვერცა ჰპატრონობს სიკუდილი ვერც პატრონია რომელი჻

5. რა გულსა უთხრა გულისა სიტყუანი საგულისონი჻ მან მარგალიტნი მოიხუნა მის მზისა სამეყვისონი჻ მის მზისა მკლავსა ნაბამნი მათ კბილთა შესატყვისონი჻ პირსა დაიდუა აკოცა ცრემლი სდის ვითა ბისონი჻

6. რა გათენდა კაცი მოვა მომკითხავი დარბაზს მხმობი჻ ყმა წავიდა ლაღი ნაზი ნაღვიძები ძილნაკრთობი჻

7. ერთმანერთსა ეჯავრიან დგას მჭვრეტელთა ჯარი მსწრობი჻ მეფე მინდორს აკაზმოდა მოემზადა დაბდაბნობი჻

8. მეფე შეჯდა მაშინდელი ზარი აწმცა ვით ითქმოდა჻ ქოსდაბდაბთა ცემისაგან ყურთა სიტყვა არ ისმოდა჻ მზესა ქორნი აბნელებდეს ძაღლთა რბოლა მიდამოდა჻ მას დღე მათგან დანაღვარი სისხლი ველთა მოესხმოდა჻

9. ინადირეს შემოიქცეს მხიარულნი მინდორს რულნი჻ შეიტანნეს დიდებულნი თავადნი და სპანი სრულნი჻ დაჯდა დახვდეს მოკაზმულნი საჯდომნი და სრანი სრულნი჻ ხმას სცემს ჩანგი ჩაღანასა მომღერალნი იყვნეს რულნი჻

10. ყმა ახლოს უჯდა მეფესა ჰკითხვიდა ეუბნებოდა჻ ბაგეთა გასჭვირს ბროლ ლალი მათ კბილთა ელვა კრთებოდა჻ ღირსნი ახლოს სხდეს ისმენდეს შორს ჯარი დაიჯრებოდა჻ უტარიელო ხსენება არვისგან იკადრებოდა჻

11. წევს მივიდა გულმოკლული ცრემლი ველთა მოედინა჻ მართ მისივე სიყუარული უარებდის თვალთა წინა჻ ზოჯერ ადგის ზოგჯერ დაწვის ხელსა რადმცა დაეძინა჻ რაცა აჯა დათმობისა გულმან ვისმცა მოუსმინა჻

12. ყმა იტყვის გულსა სალხინო რამცაღა დაუსახეო჻ მოგშორდი ედემს ნაზარდო ტანო ლერწამო და ხეო჻ [.............................................................................] [.............................................................................]