... (Q-1369), 1823 წ.

1542. ტარიელს უგავს სიცილი ბროლისა ვარდთათ ფრქვევასა უბრძანა ვიტყვი უშენოდ შენისა უფრო მე ვასა რათგან გწადიან წამომყევ დამწამებ ნურას თნევასა ავთანდილ ბრძანებს ლაშქართა ყოვლგნით მისთანა წვევსა

1543. შეყარნა სპანი არაბეთს აღარა ხანსა ზმულია კაცი ოთხმოცი ათასი ყველაი დაკაზმულია კაცსა და ცხენსა ემოსა აბჯარი ხვარაზმულია არაბთა მეფე მათითა გაყრითა ნაღველჭმულია

1544. ერთმანერთისა გაყრილნი ქალნი ორნივე დობილნი ერთმანერთისა დადფიცნი სიტყვისა გამონდობილნი მკერდითა მკერდსა შეკრულნი ყელისა გარდაჭდობილნი ტიროდეს მათთა მჭვრეტელთა გულიმცა ესხნეს წდობილნი

1545. მთვარე ცისკრისა ვარსკულავსა რა თანა შეესწოროსა ორნივე სწორად ნათობენ მოშორდეს მოეშოროსა არა თუ იგი მოშორდეს მართ ცამან მოაშოროსა მათად საჭვრეტლად მჭვრეტელმან ჰჴამს თავი იქედგოროსა

1546. მათდავე სახედ რომელსა ესენი დაუბადიან იგივე გაჰყრის სიშორე არა თუ ნებით სწადიან ვარდსა წებვენ და აპობენ ტირან და ცრემლნი ჩასდიან მათთა გამყრელთა ყველათა ყველათა სიცოცხლე არ იქადიან

1547. ნესტანდარეჯან თქუა ნეტამც ყოლე არ შეგეცნებოდი მზისა გამყრელი გაყრითა აწ ასრე არ დავდნებოდი ამბავსა სცნევდი მაცნევდი წიგნითა მეუბნებოდი ვითა მე შენთვის დამწვარვარ აგრე შენ ჩემთვის სდნებოდი

1548. თინათინ უთხრა ჰე მზეო შენთა მჭვრეტელთა ლხინებო რადმცა გაგწირე თუ ვითა გაყრასა მოვითმინებო ღმრთისაგან დღეთა თხოჳსა ნაცვლად სიკვდილი ვინებო აგრემცა მივი რაზომცა მე ცრემლსა დავიდინებო

1549. კულავ აკოცეს ერთმანერთსა გაიყარნეს იგი ქალნი ქვე დამდგომმან წამავალსა ვერ მოსწყვიდნა ყოლა თვალნი იგი იჭვრეტს უკუღმავე ედებოდეს ამით ალნი რომე მწადდეს ვერ დავწერენ მე სიტყუანი ნაათალნი

1550. როსტან მათითა გაყრითა ჴელთაგან უფრო ხელდების ათასჯერ იტყვის ვაგლახსა არ სულთქმა უერთხელდების ცხელი სდის წყარო ცრემლისა მართ ვითა ქვაბი ცხელდების ტარიელ არის დაღრეჯით ფიფქი ნასდების თხელდების

1551. ტარიელს ვარდსა დაუტყლეჟს მეფე ხვევნით და კოცებით იტყვის თუ თქვენი სიახლე მიჩს აქამდისცა ოცებით რადგან მოგშორდი დავრჩები პატიჟთა გაასოცებით შენგან მოგვეცა სიცოცხლე შენგანვე დავიხოცებით

1552. ტარიელ შეჯდა მეფისა გამყრელი გამომსალამე სრულად ლაშქართა სდიოდა ცრემლი მინდორთა სალამე მზე შენ გელმისო საომრად და თავი შენ მას ალამე უბრძანა თქვენთვის მტირალსა ყოლა რად მიჩნდეს სალა მე

1553. გაემართნეს და წავიდეს დია სპითა და ბარგითა ტარიელ ფრიდონ ავთანდილ თავითა მეტად კარგითა კაცი ორმოცი ათასი ჰყვა ცხენებითა ვარგითა მივლენ სამნივე გულითა ერთმანერთისა მარგითა

1554. სამთავე ვლეს ღმერთსა მათებრ სხუა ნურა ნუ დაჰბადოსა მოეგებნიან მტერობა ვერავინ დაიქადოსა მინდორსა შიგან სადილად გარდაჴდეს უდელადოსა ვითა მართებდათ პურობდეს ღვინოსა სმიდეს არ დოსა

1555. ტარიელს და ცოლსა მისსა მიხვდა მათი საწადელი შვიდი ტახტი სახელმწიფო საშვებელი გაუცდელი მათ პატიჟთა დაავიწყებს ლხინი ესე აწინდელი ყოლა ლხინთა ვერ იამებსკაცი ჭირთა გარდუხდელი

1556. თჳთ ორნივე ერთგან მსხდომნი ნახნეთ მზეცა ვერა სჯობდეს ბუკსა ჰკრეს და მეფედ დასვეს ქოსნი ხმათა დაატკბობდეს მისცე კლიტე საჭურჭლეთა თავთა მათთა მიანდობდეს ესეაო მეფე ჩვენი იზახდეს და ამას ხმობდეს

1557. ავთანდილ და ფრიდონისთჳს ორნი ტახტნი დაამზადნეს ზედა დასხდეს ხელმწიფურად დიდებანი უდიადნეს ღმერთმან სხუანი ხორციელნი მათებრნიღა რად დაბადნეს ამბობდიან ჭირთა მათთა ყველაკასა გაუცხადნეს

1558. სმა პურობა გახარება ჰქმნეს ჯალაბი გაადიდეს ვითარიცა ქორწილობა ჴამს ეგეთსა გარდიხდიდეს მათ ოთხთავე თავისთაჳს ძღვენსა სწორად მიართმიდეს გლახაკთათვის საბოძვარსა საჭურჭლესა ერთგან ყრიდეს

1559. სრულნი ინდონი ავთანდილს და ფრიდონს ღმრთად ხადოდიან თქვენგან გვჭირს კარგი ყველაი მართ ამას მოიტყოდიან ვითა პატრონსა სჭვრეტდიან რაც სწადდის მას იტყოდიან სადარბაზებლად ნიადაგ მათ წინა მოვიდოდიან

1560. ჰინდოთ მეფე უბრძანებდა ასმათს მისსა შეკდომილსა რაცა შენ ჰქენ არ უქნია არ გამზრდელსა არცა ზრდილსა აწ ჰინდოეთს სამეფოსა მეშვიდესა ერთსა წილსა ზედა დაგსვამ შენი იყოს გვმსახურებდი ტკბილი ტკბილსა

1561. ვინცა გწადდეს ქმრად შეირთე სამეფოსა ეპატრონე მუნიდაღმა გვმსახურებდი თავი შენი დაგვამონე ასმათ ფერხნი გარდუკოცნა შენგანაო ჩემი ღონე მონობისა უკეთესი რამც გიშოვნე რამც ვიქონე