ვეფხის-ტყაოსანი, 1898 წ.

20. ვითა ცხენსა შარა გრძელი და გამოსცდის დიდი რბევა, მობურთალსა – მოედანი, მართლად ცემა, მარჯვედ ქნევა, – მართ აგრევე მელექსეთა ლექსთა გრძელთა თქმა და ხევა, რა მისჭირდეს საუბარი და დაუწყოს ლექსმან ლევა.

21. მაშინღა ჰნახეთ მელექსე და მისი მოშაირობა: რა ვეღარ მიჰხვდეს ქართულსა, დაუწყოს ლექსმან ძვირობა, არ შეამოკლოს ქართული, არა ქმნას სიტყვა-მცირობა, ხელ-მარჯვედ სცემდეს ჩოგანსა, იხმაროს დიდი გმირობა.

22. მოშაირე არა ჰქვიან, თუ სადმე სთქვას ერთი, ორი, თავი ყოლა ნუ ჰგონია მელექსეთა კარგთა სწორი; განაღა ჰსსთქვას ერთი, ორი, უმსგავსო და შორი-შორი, მაგრა იტყვის: “ჩემი ჰსჯობსო,” უცილობლობს ვითა ჯორი.

23. მეორე: ლექსი ცოტაი, ნაწილი მოშაირეთა, არ ძალ-უძს სრულ-ქმნა სიტყვათა გულისა გასაგმირეთა, – ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ მოჰკვლენ, ხელად აქვთ ხოცა ნადირთა მცირეთა.

24. მესამე: ლექსი კარგია სანადიმოდ, სამღერელად, სააშიკოდ, სალაღობოდ, ამხანაგთა სართეველად; ჩვენ მათიცა გვიამების, რაცა ოდენ სსთქვან ნათელად; – მოშაირე არა ჰქვიან, ვერას იტყვის ვინცა გრძელად.

25. ჰხამს მელექსე ნაჭირვებსა მისსა ცუდად არ აბრკვმობდეს, ერთი უჩნდეს სამიჯნურო, ერთსა ვისმე აშიკობდეს, ყოვლსა მისთვის ჰხელოვნობდეს, მას აქებდეს, მას ამკობდეს, მისგან კიდე ნურა უნდა, მისთვის ენა მუსიკობდეს.

26. ჩემი აწ სცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინცა მიქია; ესე მიჩნს დიდად სახელად, არ თავი გამიქიქია; იგია ჩემი სიცოცხლე, უწყალო ვითა ჯიქია; მისი სახელი შეფქვევით ქვემორე მისთქვამს, მიქია.

27. ვსთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა, ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა; იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა; ვინცა ეცდების, თმობამცა, ჰქონდა მრავალთა წყენათა.

28. მას ერთსა მიჯნურობასა ჭკვიანნი ვერ მიჰხვდებიან, ენა დაშვრების, მსმენლისა ყურნიცა დავალდებიან, – ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან; მართ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდეს არ სიძვენ, შორით ბნდებიან.

29. მიჯნური შმაგსა გვიქვიან არაბულითა ენითა, მით რომე შმაგობს მისისა ვერ მიხვდომისა წყენითა; ზოგთა აქვს საღმრთო სიახლე, დაშვრების აღმაფრენითა, კვლავ ზოგთა ქვე-უძს ბუნება კეკლუცთა ზედან ფრენითა.

30. მიკვირს, კაცი რად იფერებს საყვარლისა სიყვარულსა! ვინცა უყვარს, რად აყივნებს მისთვის მკვდარსა, მისთვის წყლულსა! თუ არ უყვარს, რად არა სძულს, რად აყივნებს, რაცა სძულსა?! – ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა, გულსა.

31. თუ მოყვარე მოყვრისათვის ჰსსტირს, ტირილსა ემართლების; სიარული, მარტოობა ჰშვენის, გაჭრად დაეთვლების; იგონებდეს, მისგან კიდე ნურაოდეს მოეცლების, არ დააჩნდეს მიჯნურობა, ჰსჯობს, თუ კაცსა იახლების.

ამბავი როსტევან არაბთა მეფისა

32. იყო არაბეთს როსტევან, მეფე ღმრთისაგან სვიანი, მაღალი, უხვი, მდაბალი, ლაშქარ-მრავალი, ყმიანი, მოსამართლე და მოწყალე, მორჭმული, განგებიანი, თვით მეომარი უებრო, კვლავ მოუბარი წყლიანი.

33. სხვა ძე არ ესვა მეფესა, მართ ოდენ მარტო ასული, სოფლისა მნათი მნათობი, მზისაცა დასთა დასული, მან მისთა მჭვრეტთა წაუღის გული, გონება და სული; ბრძენი ჰხამს მისად მაქებრად და ენა ბევრად ასული.

34. მისი სახელი თინათინ; – არს ესე საცოდნარია – რა გაიზარდა, გაივსო, მზე მისგან საწუნარია; მეფემან იხმნა ვეზირნი, თვით ჰზის ლაღი და წყნარია, გვერდსა დაისხნა, დაუწყო მათ ამო საუბნარია.

35. უბრძანა: “გკითხავ საქმესა, ერთგან სასაუბნაროსა: “რა ვარდმან მისი ყვავილი გაახმოს, დაამჭნაროსა, იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა – მზე ჩაგვისვენდა, ბნელსა ვსჭვრეტთ ღამესა ჩვენ, უმთვაროსა.

36. “მე გარდავსულვარ, სიბერე მჭირს, ჭირთა უფრო ძნელია, დღეს არა, ხვალე მოვკვდები, სოფელი ასრე მქმნელია; რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია? ჩემი ძე დავსვათ ხელმწიფედ, ვისგან მზე საწუნელია”.

37. ვეზირთა ჰკადრეს: “მეფეო, რად ჰბრძანე თქვენი ბერობა! ვარდი თუ გაჰხმეს, ეგრეცა გვმართებს რაზომცა ჯერობა: მისივე ჰმეტობს ყოველსა სული და ტურფა ფერობა, – მთვარესა მცხრალსა ვარსკვლავმა ვითამცა ჰკადრა მტერობა!

38. მაგას ნუ ჰბრძანებთ, მეფეო, ჯერ ვარდი არ დაგჭკნობია, თქვენი თათბირი ავიცა სხვისა კარგისა მჯობია; ჰჰხამდაქ განაღამცა სათქმელად, რაცა თქვენ გულსა გლმობია! ჰსჯობს , და მას მიეც მეფობა, ვისგან მზე შენაფლობია.