ზოგადი ინფორმაცია
პროექტის კოდი:
M-13
პროექტის დამფინანსებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის პასუხისმგებელი პირი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ორგანიზაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ზოგადი აღწერა

პროექტი „ქართლის ცხოვრების” პარალელური კორპუსი განხორციელდა ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მოიცავს
ქართლის ცხოვრების ხელნაწერების ვარიანტებს, მათ ნათარგმნ ვერსიებს ძველ
სომხურად, ინგლისურად და სხვა ენებზე.

ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ
შენახვის ადგილი
დედანი-ლელინგრადის აღმოსავლეთ მცოდნეობის ინტიტუტი, ფოტო-ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
საცავის სახელწოდება
ფოტოსაცავი
კოლექციის სახელწოდება
M
დამატებითი საიდ. კოდი, კატალოგის ნომერი
M-13
ხელნაწერის სახელწოდება
ქართლის ცხოვრება, თეიმურაზისეული ნუსხა
ხელნაწერის ენა
ქართული
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლიდან
1701
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლამდე
1800
ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ საცავში მოხვედრამდე

NA


ინფორმაცია ხელნაწერის შეძენისა ან ჩუქების შესახებ

შეძენაზე უფლებამოსილი პირია გრიგოლ წერეთელი.


ხელის აღწერა

ხელნაწერი გადაწერილია ლამაზი, მწყობრი ხელით. არის  ისეთი შემთხვევებიც, როცა ტექსტში გვხვდება ჩანართები საეკლესიო მატიანედან. ეს ჩანართები შესრულებულია წვრილი ასოებით.


სკრიპტის აღწერა

ნუსხური. გვხვდება ასომთავრული დამწერლობის გამოყენების შემთხვევებიც


სიგანე
00
სიმაღლე
00
მინაწერები

1v: ქ. მეფე სოლომონ რომ ქართლიდგან რუსს გამოეპარა და ახალ კახეთს მოვიდა და იმერეთში მოვიდა ივლისში და დიდი შფოთი იყო და იმ წელს დიდი შიმშილი იყო ქ~კნი იყო ქ~ეს აქეთ ჩ~კი: და კ~დ სძლიეს და ახალ ციხესავე აღვიდა და შიმშილი მერე ზაფხული იყო ქ~კნი ჩყია.

2r: ნებროთიანი: თარგამოს: ქართლს: იჯდა: პირველი: ძეობით:

მერმე: ფარნავაზ: ტახტოსნად: იდგა სიქველე მხნეობით:

არშაკუნიანთც: იმეფეს: მიერ: ხვასროვანთ: სვეობით:

და: აწ ვსუფევთ: ბაგრატოვანნი: ვგიეთ: ღ~თის: მესათნოებით:

2r: ეს წიგნი მრავალ ნათესავთ მომთხრობი ყუელას ხსენებით:

ქართლს კახეთს მცხეთას რანს ხუნანს იმერეთს გეტყუის ენებით:

აფხაზეთს ჯიქეთს გურიას სა,ცხელთ და კლარჯეთ სუანებით

და ეს ყუელა ჩვენ გმორჩილოდნენ მდაბლად და ყმურად ქენებით:

2r: ნიკზ კახი რუსთველის ამკობს მეფეს ალექსანდრეს იმერეთს

3r: საქართველოს ცხოვრება ჩვენ.

3v: გრიგოლ წერეთელი.

4r: ქართლის  ცხოვრებ ა ესე არის პოლკოვნიკ გრიგოლ წერეთელის.

ხელნაწერში არის შეისწავლეების სახის მინაწერები ნუსხურად, ტექსტისავე ხელით. ასეთი სახის მინაწერები გვხვდება შემდეგ გვერდებზე:

4r: მიდია თავრითა კავკასია- იალბუზი:

4r:  ადამს აქეთ ჩღპღჱ] წელს უკან იყო ნებროთ. ადამს აქეთ [ჩსმ] წელს უკან იშვა ნოე და შ~დ აქეთ  ქ წელისა იყო წყლის რღვნა.

4v: ბერდუჯის მდინარე დებედა: რახსი არაზია ჱრეთი არის მცირისა ალაზნისა ამოღმართ ვ~ე გულგულამდე ცივს აქეთ და ვ~ე აზანბურამდე და მტკვრამდე მოვაკან არის მცირის ალაზნის შესაყრით ქვეით ზღვამდე მცირე ალაზნის იორია:

62r: ფარსმან მეფემ აღაშენა ეკლესია ბოლნისის ძმამან მისმან არ აღაშენა და მირდატის ძემან არჩილ აღაშენა ეკლესია სტეფან წ~ისა მცხეთას. ესე გ მეფე ფარსმანთაგან ხოსროიანი

94r: რამეთუ პირველი მცირე იყო მირიანის აშენებული.

99r: ღ~ო შ~ე ფ~დ ც~ი გ~ი რ~ნ აღწერა ესე ფურცელი: გიორგი

112r: ქ. თვრამეტი მარჩილი კიდევ წაიღო ჭილაძემ ექვსი მარჩილი კიდევ წაიღო ჭილაძემ და ათი მარჩილი ხარის კიდევ  წაიღო ჭილაძემ.

345r: ჩყიბ წელსა მაისსის ოცსა დიდის ღვაწლით მოვისყიდე ჩინებული ესე ქართლის ცხოვრება სამას მარჩილად მოლარეთ უხუცესი როსტომ ნიჟარაძის მეუღლისაგან ასტანარ ჩიჩუას ქალისაგან და ჩემი არს სამლი უხუცის ძე გრიგოლი წერეთელი.

346r: [.....]გირღვენ მრავლის სწავლის[.....]

346r: [.......]ეთას მჯდომსა სულ წმიდა ადგა მცველად

346r: [...... ]ალექსანდრემ ა,ბად: ქვეყნად მოსაფენად:

346r: ვზი იმერეთსა ღ~თის ცხებით დოვლათ სვიანი:

იესეს ძირით მართალი ქმნილი ძეობით დავითიანი:

ბაგრატოვანი მართალი სოლომონითურთ ძმანი:

და ალექსანდრე ვარ ჴელმწიფე ტახტ მტკიცედ პალატ-სრიანი:

346r: კახთ რუსთველი აქებს მეფეს ნიკზ ჩერქეზი:

346v: ღ~ით ვიქმენ მეფედ მე მონა სახელად ალექსანდრე, ხოლო მის დაბლა იკითხება ისე ის: ღ~ით ვიქმენ მეფედ მე მონა სახელად ალექსანდრე ჩღკდ

ფორზაცის  ფურცელზე, 1v, 3r 345v,346r ხელრთვა: მეფე ალექსანდრე 


ობიექტის ფორმა, გრაგნილი
სხვა
მასალა, ქაღალდი
ქაღალდი
მასალის დამატებითი აღწერა

თეთრი ქაღალდი, ჭვირნიშნიანი. ხელნაწერი არის ჩასმული ტყავგადაკრულ ხის ყდაში. 


ფურცლების რაოდენობა
346
ხელნაწერის ფურცლების დანომრვის აღწერა

რექტო, ვერსო.

 


ფურცლების თანმიმდევრობის დახასიათება

ხელნაწერში  ლაშა გიორგის მეფობიდან დაწყებული თითქმის ხელნაწერის ბოლომდე არის სულ არეული. ხელნაწერში არაა გვერდები 82verso, 102 verso ასევე არაა გვერდები 111 recto- დან 112 verso- ს ჩათვლით. რომელიც დაუწერელად არის დატოვებული. ხელნაწერში ეს გვერდები მოსდევს იმ ჩანართებს, რომელიც ჩაწერილია  წვრილი ნუსხური შრიფტით, და იქიდან გამომდინარე რომ ხელნაწერში არის ჩანართი ცხდია მისთვის არის დატოვებული ეს ადგილები.

ხელნაწერში აკინძვისას შეინიშნება შეცდომები: პირველია ასეთი შემთხვევა ფიქსირდება 126 verso გვერდის შემდეგ ტექსტი გრძელდება 135-ზე 137-გვერდის ჩათვლით, ხოლო შემდეგ ისევ გრძელდება 127-და.

მეორე შემთხვევა ფიქსირდება  თამარის მეფობის ტექსტში. 214 გვერდის მერე ტექსტი გრძელდება 223 გვერდზე 230-ის ჩათვლით, ხოლო შემდეგ მოდის 215-ი 222-ის ჩათვლით.


ხელნაწერის საწყისი სტრიქონი

ატიოსანნო და დიდებულნო ქართველნო ჟამთა ვითარებისგ~ნ

ქართლის ცხორებ~ჲ გ~ნრყვნილ იყო რ~იმე მწერალთა მ~რ და რ~ა მე ჟ~მთა

ვითარებისაგ~ნ არღარა წერებულ იყო: ხ~ მეხუთემ~ნ ვახტანგ ძემან

ლეონისამან და ძმის წულმ~ნ სახელოვნის: გ~ისამ~ნ შევკრიბნა მეცნიერნი

კ~ცნი და მოიხვნა კაცრად ქართლის ცხოვრებაები პოვნა: 


გვერდი, რომელზეც გვხვდება კოლოფონი
4r
ხელნაწერის ბოლო სტრიქონი

არსებითაჲ და დაუსაბამოსა ღ~ისათა მ~მისა

ძისა და ს~ლისა წ~ისათაჲ჻ 

დ [......................................]

 

 

 


გვერდი, რომელზეც გვხვდება ბოლო სტრიქონი
345r
ინფორმაცია ხელნაწერის ბეჭდური გამოცემის შესახებ
ტექსტის სახელწოდება
ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით
შექმნის თარიღი წლიდან
1701
შექმნის თარიღი წლამდე
1800
შექმნის ადგილი
უცნობი
ავტორი
ს. ყაუხჩიშვილი
ავტორის სქესი
მამრ.
ავტორის დაბადების ადგილი
ქუთაისი
ავტორის დაბადების თარიღი
1895-10-14
ავტორის საცხოვრებელი ადგილი
თბილისი
ავტორის განათლება
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ავტორის პროფესია
ფილოლოგი, ისტორიკოსი, ბიზანტინოლოგი
ავტორის მიერ გამოყენებული დიალექტი
უცნობი
გამომცემელი
ს. ყაუხჩიშვილი
გამოცემის ადგილი
თბილისი
გამოცემის თარიღი
1959
რედაქტორი
ს. ყაუხჩიშვილი
ტომების/ნომრების რაოდენობა
2
გვერდების რაოდენობა
707
წვდომა
თავისუფალი