ზოგადი ინფორმაცია
პროექტის კოდი:
H-2135
პროექტის დამფინანსებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის პასუხისმგებელი პირი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ორგანიზაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ზოგადი აღწერა

პროექტი „ქართლის ცხოვრების” პარალელური კორპუსი განხორციელდა ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მოიცავს
ქართლის ცხოვრების ხელნაწერების ვარიანტებს, მათ ნათარგმნ ვერსიებს ძველ
სომხურად, ინგლისურად და სხვა ენებზე.

ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ
შენახვის ადგილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
საცავის სახელწოდება
ქართულ ხელნაწერთა საცავი
კოლექციის სახელწოდება
H
დამატებითი საიდ. კოდი, კატალოგის ნომერი
H-2135
ხელნაწერის სახელწოდება
ქართლის ცხოვრება, მაჩაბლისეული ნუსხა
ხელნაწერის ენა
ქართული
ხელნაწერის შექმნის ადგილი
მოსკოვი
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლიდან
1736
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლამდე
1736
ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ საცავში მოხვედრამდე

ხელნაწერი ინახებოდა პეტერბურგის საჯარო ბიბლიოთეკაში 1923 წლამდე. იგი ვახტანგისეული „ქართლის ცხოვრების“ უძველეს ვარიანტს წარმოადგენს 200v გვერდზე გვხვდება ვახტანგ მეფის ხელით შესრულებული მინაწერი. 


ხელის აღწერა

ხელნაწერი ერთი ხელით უნდა იყოს გადაწერილი. იშვიათად გვხვდება ბოლო სტრიქონის ასოების ჩამოგრძელება და ჩახუჭუჭება.

228v-ის მე-12 სტრიქონიდან 265v-ს მე-8 სტრიქონის ჩათვლით გვხვდება უფრო მკრთალი მელნით და, სავარაუდოდ, წვრილი კალმით ცოტა დაუდევრად ნაწერი მონაკვეთი, სადაც ყველა სიტყვის ბოლოს ორი წერტილია დასმული. ეს მონაკვეთი ასოების მოხაზულობის თვალსაზრისით სულ ოდნავ გამოირჩევა სხვა დანარჩენი ტექსტის სრულიად ერთგვაროვანი ხელისგან.

საინტერესოა, რომ ბოლო 100 ფურცლის მონაკვეთში ხელი გაცილებით უფრო წვრილია, ვიდრე დასაწყოსში, რაც საწერი მასალის ეკონომიის სურვილით შეიძლება იყოს გამოწვეული.


სკრიპტის აღწერა

მხედრული


სიგანე
20
სიმაღლე
32.5
მინაწერები

1r: კსუჲვ ამ წელს მე იოანე ვარ წლისა ვბ ორესი ენკენისთვის

1r: დიდება რო დი მე

1r: ქ. ჩვენი ბრძანება კანდელაკის გიორგიანე მერე ეს ქართლის ცხოვრება ვინცა მოიპაროს გაუწყრეს ღმერთი ამინ. [.........]ენ ჯუარეს მადლით ვერავინ მოიპარავს

1r:  დიდება ტომობა

1r: ქ. ჩემი ბატონმა მდივნის შვილმა [......] მან მდაბლა თავს დაგიკრავთ და მერე ამას მოგახსენებთ რომე ეხლავ ეგ შენი ვავა აქ გამოგზავნეთ თ

1r: ქ  მ  ჩ  ც

1r: ბატონმა [...............]

1r: ცხოვრება ესე ქართლისა

1r: ცხოვრება ესე ქართლისა

1r: ქრისტე აღდგა

1r: ქ. ალექსანდრე ბატონის შვილი გიბძანებთ. კანდელაკმა გ[.......]

1v: წელსა ჩღჲა სეკდენბერს კდ მოველ საქართველოდამ სამეუფოს ქალაქს მოსკოვს ჩვ.წ. წილკნელი მიტროპოლიტი ქრისტეფორე ძე მუხრანის ბატონის ლეონის: მაშინ ვიყავ წლისა მზ:.

1v: ცხოვრება ესე ქართლისა და კახეთისა ვინც ეს მოიპაროს გაუწყრეს ქრისტე ამინ და კირიალეისონ

1v: ქ. მათ [.......]

18r მარჯვენა აშია: მი[.]ცა თავრიზი

19r მარჯვენა აშია: განაღნე კიდობანი

20v მარცხენა აშია:  ჰერეთი არს მცირისა ალაზნით აღმომართ ვიდრე გულგულამდე ცივს აქათ და ვიდრე აზანბურადმდე: და

21r  მარჯვენა აშია:  ეგრისი ოდიშია ლომეკის მდინარე დერგია

21v  მარცხენა აშია: ადარბადგანი ადრიბეჯანია რომელ არს თავრიზის მიწა

22v მარცხენა აშია: გარდაბანი ჭაპალას ქვეით ნახიდურსა და ტაგნაგეთს ქვეით ვიდრე მტკვრამდე ეწოდების: სკუირეთის მდინარე მაშავერის წყალია აბოცია ყაიყულია:.

23r: მარჯვენა აშია: კუხეთი არს ნინო წმინდას ზეით სამგორი და იმას ზეით ერწოს მთამდის და არაგვამდის: კახეთი არს თურდოს ჴევს [....]თ თიანეთის ვიდრე ჴევსურამდე

 23v მარცხენა აშია: შიდა ქართლი არს ტასის კარს ქუეითი ზემო ქართლი არს ტაშის კარს ზემო სამცხე და კლარჯეთი.

24r მარჯვენა აშია: აქა დაივიწყეს ღთი|~ ხაზარეთი რუსეთია

25r მარჯვენა აშია: ლეკის მდინარე თერგია:

25v ზედა აშია: ესა მინდა

26r მარჯვენა აშია: ამას აქეთ სამი ათას ოთხას ორმოცდა შვიდს წელს უკან განძლიერდა მეფობა სპარსთა:-

26v მარცხენა აშია: ყივჩაყ ჩერქეზთა

31r მარჯვენა აშია: სკუირეთის მდინარე: ვერის: წყალია

32r მარჯვენა აშია: აქა მწიგნობრობა დაიწყეს ქართველთა ქართული:

36r მარჯვენა აშია: მერვე მეფე მირვან ძე ფარნაჯომ მეფისა ნებროთიანი:

36v მარცხენა აშია: ბ~ არშაკ

40r მარჯვენა აშია: კამბეჩანი ქისიყია

43r მარჯვენა აშია: ბ~ფარსამან

45v მარცხენა აშია: გ~ ფარსამან ბ~ ამაზასპ

47r მარცხენა აშია: აქა შვილების მსხვერპლად შეწირვა ამოკვეთა

47v მარცხენა აშია: ბ~ მირდატ

53v ზედა აშია: მირიან: ასული: თჳსი: ფეროზს. ცოლად.

56r მარჯვენა აშია: ყოველთა: უფსკრულთა: და ქვესკნელთა

79r მარჯვენა აშია: სამჴულის ანბავი აქ: იძიეთ

80r მარცხენა აშია: ეს:აღარ:უნდა:

84v ზედა აშია: მირიანის მოქცევა

85r ზედა აშია: წმინდის ნინოსაგან

85v მარცხენა აშია: 14 338 5538

93v მარცხენა აშია: ვახტანგ

96r მარჯვენა აშია: 100 000

99r მარჯვენა აშია: 358 6058

103v მარცხენა აშია: აქა: მეფე ვახტანგ გორგასალ: რომ შეუიდა: კაისარის მამულში და თუ რა სასწაული მოჴდა:-

107v მარცხენა აშია: 21 000

111r მარჯვენა აშია: ცხენსა 100 000  100 000 ქვეითი

124r მარჯვენა აშია: ანდერძი ვახტანგ გორგასლისა

126r მარჯვენა აშია: ვაქსენ

129v მარცხენა აშია: აქა: ერეკლე მეფემან წარიღო: ფერჴით ფიცარი: და სამჭუალი

132r მარჯვენა აშია: და კ~დ: ვახტანგ: ღ~თ გაბრწყინებული

133r მარჯვენა აშია: მკუირცხლი აქ ნახეთ რა არს

140v მარცხენა აშია: მამადის: გამოჩინებითგა: აქამდე ორას ათ ცხრამეტი: წელიწადი: გამოვიდაო:

154v მარცხენა აშია: ბაგრატ მეფემ გიორგი მეფის ძემ კეისრის ქალი შეირთო

167v მარცხენა აშია: დავით აღმაშენებელი

167v-185v ზედა აშია: დავით

168r-186r ზედა აშია: აღმაშენებელი

186v მარცხენა აშია: დავით აღმაშენებელი მიიცვალა და შვილი დასვა დიმიტრი მეფედ

199v მარცხენა აშია, სინგური: 6686

200v: ზედა აშია, სინგური: ორი: ქართლის: ცხოვრება: მქონდა: ამ: ერთში: თამარ: მეფის: ანბავი: სხვა: რიგად: ეწერა: ამ: მეორის: სხვა: რიგად: ორივ: დავწერე: ამ: რვეულმა: იმიტომ: გამოცვალა: სიტყვა: ორ ერ

201r მარჯვენა აშია: (დახატულია ყვავილი) ფუკა ხის ნათალი

210v მარცხენა აშია, სინგური: აქა კურთხევა თამარ მეფისა

212v მარცხენა აშია, სინგური: მჴარგრძელი

214r მარჯვენა აშია, სინგური: რუსეთის: ბატონიშვილი: მოიყვანეს

217r ზედა აშია, სინგური: მეფისა

217v ზედა აშია, სინგური: თამარ

218v მარცხენა აშია, სინგური: ქორწილი თამარ მეფისა და დავით ოვსთ მეფის შვილისა

261v მარცხენა აშია: რუსუდანის ქმარი აქ ნახეთ თუ ვინ არის ან ვისი შვილია

270r მარჯვენა აშია, ჩარჩოში: 4000

270v მარცხენა აშია, ჩარჩოში: 4000

271v მარცხენა აშია: წელსა ქრისტეს აქათ ჩსვზ-სა

283r მარჯვენა აშია: ეს ბათო ანუ ბატი ყან იყო შვილიშვილი ჩინგის ყაენისა და ძმისწული იქოთასი რომელმანცა გამოგზავნა ესე ოცდა ათისა ბევრისა ლაშქრითა 300 000 ჩხლზ-სა წელსა ქ. აქათ აღსახმელად ქვეყანათა რომელმანცა დაოპყრო ყოველი რუსეთი და მოხარკე ჰყო და ქმნა სადგურად თჳსად სახლი მდინარესა ზედა ვოლღისასა

283v მარცხენა აშია: 6000

285r მარჯვენა აშია: იარლიკი ანუ იარულჴეყი წყალობის წიგნი გინა რაყამი

285r მარჯვენა აშია: ესე სარგის თმოგველი იგი არს რომელმან დილარიანი აღნაქვსა

287r მარჯვენა აშია: ესე ალამუთელნი ვგონებ იყვნენ მამელიუქნი რომელთაც დაიპყრეს ეგვიპტე სრულად და ჰქმნეს სამეფოდ ჰყვანდათ საკუთარი ხელმწიფე სახელითა სუდანისათა ყაირსა შინა გარნა სელიმ სულთანმან აღიღო ყაირიც და მეფობაც მამელუკთა ეზოცა წელსა ქრისტეს აქათ ჩფ

290v მარცხენა აშია: 9000

292r მარჯვენა აშია: 100 000

290v მარცხენა აშია: 2000

290v მარცხენა აშია: 8000

290v მარცხენა აშია: 6000

300r მარჯვენა აშია, სინგური, ჩარჩოში: ათაბაგი განდგა

304v მარცხენა აშია: 10 500

309v ზედა აშია, სინგური: [...]სნე: დავით მეფე

310r მარჯვენა აშია: 3000

312r მარჯვენა აშია, სინგური: მეფის: დიმიტრის: ცოლი: ბერძენი: მედ... კომნიონეს: ასული: ყუანდა

313v მარცხენა აშია: 20000

314v მარცხენა აშია: 20000

322r მარჯვენა აშია, სინგური: რუსუდანის შვილის შვილს იმერეთის მეფობა და ცოტას მერმე იმეფა

323v მარცხენა აშია, სინგური: აიდარბადაგანი: თავრეზია

328r მარჯვენა აშია: 6000

329r მარჯვენა აშია, ჩარჩოებში: 60000

329r მარჯვენა აშია, ჩარჩოებში: 12000

333r : „მე ფ~დ ცოდვილი გიორგი მაჩაბელმან დავწერე წმინდა ესე ქართლის ცხოვრება დიაღ ძველი იყო მეფის არჩილის ნაქონი ამის მეტი არ ეწერა მოსკოვს  ქალაქს დაიწერა ქრისტეს აქეთ ათს შვიდას ოცდა თექვსმეტს 1736 დასაბამითგან შვიდი ათას ორას  ორმოცდა ოთხს 7244“

335r მარჯვენა აშია, სინგური: ქვათაჴევისა მღ~თის მშობელი დაწვეს: და: მრავალი: სული: ურიცხვი: მამანი: და დედანი:

335v მარცხენა აშია: 12000

342v მარცხენა აშია: ამ ალექსანდრეს ესვა ძე სამი უხუცესი ვახტანგ რომელსა მისცა იმერეთი საშუალო დიმიტრი რომელსა მისცა ქართლი და უმრწემესსა გიორგის მისცა კახეთი და შედგა თჳთ მონაზონ იქმნა ამ გიორგის ალექსანდრეს შვილის ჩამომავლობანი არიან ეხლანდელი ბაგრატიონნი

342v მარცხენა აშია-ზედა აშია: კოსტანტი: პოლე რომ დაუჭერიათ ურუმებსა იმას აქეთ გამოსულა წელისადი ორას ოთხმოცდა თერთმეტი წელიწადი: ქრისტეს აქეთ: ჩღლვ ამში შიგ ვსდგავართ

342v ზედა აშია: დასაბამიდან 1244/1136

345r მარჯვენა აშია: აწყუედინეს შიგან სოლაღაშვილნი დიდხან: და იყო: ომი: დიდხან: და შეაწუხნა: მეტმან: თოფის: სროლამან:

346r მარჯვენა აშია, სინგური, ჩარჩოში: ჩუჟბ 1492

346v მარცხენა აშია: ჩუპდ 1484

347v მარცხენა აშია: ამის მწერალს ულაყბია რომ ეს [....]რა რომელიც წავშალე [...]თ მდივანმა დავწერე

351r მარჯვენა აშია: ვგონებ სულთან სელიმ მეორის დროს ყოფილა ესე

370r მარჯვენა აშია, ჩარჩოში: 6000

380v მარცხენა აშია: ქრისტეს აქათ ჩქმ. წელსა

383v მარცხენა აშია, სინგური: 12 000

408v: ესე ქართლის

408v: ესე ქართლისა ცხოვრება სულ მთლიანად თავიდამ ბოლომდინ წავიკითხე ასე რომ არაფერი არა დამიკლიარა და არცარა გამიშვია რომელიც რომ სამს დღეზედ გავათავე და დიდი საკვირველიც არის მე.... კოლლეჟსკის რეღისტრატორმა გიორგი სიდამონივ[......]  408v: Сил Книга изь начала до конца читаль вес такь что я ничево не пропускал и не пропустиль на три Дни очень удивительно Я Коллежскiи Регистратор княз Геогiи Сидамовь

408v: А законами [........  .......]

409r: ქ. ეს ქართლის ცხოვრება ბიძაჩემს რუსთველს გამოუგზავნია რუსეთიდამ. ამ წელს მოგვივიდა კ~ს ჲბ

409r: ქ. ეს ქართლის ცხოვრება ბიძაჩემს რუსთველს

409r:  I N O .

409r: ქ. ეს ქართლის ცხოვრება ბიძაჩემს რუსთველს გამო უგზავნია რუსეთიდამ ამ წელს მოგვივიდა ქ. ხუჲბ  

409r: ბრწყინვალეო კნეინავ თამარ

შენახარ ჩემი სული და გული

არა გყავს ცალი ჩემსა სოფელში

მკერდს ნუღარ იტყვ ნურცა ამ ხალხში

ძველსა და ახალს ვერას უშველი

409r: მდივანი დავით [......] არ დავით იკეკელაებს ტანსა [.......]გარ მიზღუდავს ტრფობას წყურვილსა სხივსა გარდაჰფენს, წყლულსა გულებს

409v: (გვხვდება რუსული ეკლესიის გუმბათების მოხაზულობები) ქ. აწ ამბავი კახთა და ქართველთა [...]ხანის მდივანი ოთარ მიიცვალა მაიამობისთვის ია ქ. კ~სუჲე

409r: ქ. ეს ლექი [..... .....]

409r:  ქ. ჩვენ: უღირსმან მონამან ღთისამან მდივანმან ოთარმან

409r: ქ. ჩვენი ბრძანება თჳთ [....]

409r:  ქ. ესე ქართლის ცხოვრება დიახ ტკბილი და საყვარელი წიგნი შენმა მზემ შემეწიოს რაც რომ [....] მოწამემ [......] მათი მადლი შემეწიოს და კარგათ დამაწერინას

409r:  I H O N I

409r: ქ.  მას მაღალს ბრწყინვალეს

409r: ქ. დავით მდივანი გწერ ნაცვალო [.....] მერე ეხლავ აქ

409r:  ქ. ჩემი ბატონი [........]

409r: ქ. ჩემი ნატონი კალამი [... ]

409r: ქ.  შენდამი [.....]

409r: ქ. ეს ლექსიკონი

409r: ქ. ტრედი მოდის ღუღუნებს მცნობარს [.............]

409r: ქ. ჩემო [..]

409r: ქ. ჩემ ბატონმა მდივნის შვილმა

409r: ქ. ბატონო პეტრე როგორ მოგეწონათ ეგ პატიოსანი წიგნი მგონია რომ კარგი იყოს მაშ[....]

410r: ქ. მიჯური ტყვეთა აშვენებ ჩამოხმა წყლული [...... ....... ......]

411r: ქ. ღმერთო ღმერთო ჩემო მომხედე მე

            ცოდვილსა რაც ვისწავლო წერა ეჱ

            ძალითა შენით ღმერთო მომხედე მე

            და შემიწყალე მასწავე წიგნი ესე რათა გა

            დიდო და გემსახურო

411r:   ქ. ჩემო ბატონო [................] მოგლი

            ჯე თუ არა შემატყობინეთ თუ რამე არ

            მოგიგლეჯია აქიმს [......] და მოგლეჯს

 411r:  ქ. დავით მდივანი გწერ [........]

            მერე [.......] დღეზე აქუნდა ჩამოხ

            ვიდე [......] საქმე [....] მარტის [.....] დ. [......](ხელმოწერა) 

 411r:   ქ. დავით მდივანი გწერ ნაცვალო

            რამაზ მერე მეზვრეშუ აქ გადმო ასხი

            და აქ გადმოდი ჩემთანა აპრილის ექსუ დ. [......](ხელმოწერა)

411r: ქ. ესე წიგნი აწ ნაწერი ვჰგონებ იყოს უცები  სა

სწავლა სმენა არაქონა არც გასინჯვა უცები     სა

ოჯახში დია კარგია წიგნთა სიმრავლე დიად       ი

მე ამ წიგნს არად მივითვლი ტყვილა ..... ფრიად  ი


ობიექტის ფორმა, გრაგნილი
სხვა
მასალა, ქაღალდი
ქაღალდი
მასალის დამატებითი აღწერა

ხელნაწერს აქვს მუქი ყავისფერი ტყავგადაკრული ხის ყდა


ფურცლების რაოდენობა
411
ხელნაწერის მდგომარეობა

ყდა მოცილებული, დაშლილი. 1r-1v, 400r-403v, 409r-411v გვერდების კიდეები დაზიანებულია. 


ხელნაწერის ფურცლების დანომრვის აღწერა

რექტო-ვერსო

დანომრილია რვეულებრივად. დანომრვა იწყება 2r გვერდიდან, საიდანაც იწყება ტექსტი. სულ 52 რვეულია. რვეულები დანომრილია სინგურით, არა მხოლოდ მხედრული ასოებით, არამედ არაბული ციფრებითაც, მაგალითად: ა 1, ბ 2, გ 3, დ 4 და ა.შ.


ფურცლების თანმიმდევრობის დახასიათება

რექტო-ვერსოს დანომრვა თანმიმდევრულია.

რვეულებრივი დანომრვისას ჩანს, რომ მე-4 რვეულს აკლია პირველი ფურცელი 52-ე კი სულ სამი დაზიანებული ფურცლით არის წარმოდგენილი, დანარჩენი რვეულები სრულია. 


ხელნაწერის საწყისი სტრიქონი

პატიოსანნო და დიდებულნო ქართველნო: ჟამთა ვი

თარებ[.]ისაგან ქართლის ცხოვრება განყუნილიყო. 


გვერდი, რომელზეც გვხვდება კოლოფონი
2r
ხელნაწერის ბოლო სტრიქონი

და ჩუენ დაგვიტევა ხატი იგი საუფლო და ა

რს ვიდრე დღეინდელად დღემდე უჩინრად

და სასწაულთ მოქმედებს განცხადებულად რო

მელ უადვილეს არს აღრიცხვა ზღვათა ქვიშ

ათა ვიდრე საკჳრველებათა საუფლოსა

მის ხატისათა გარნა ვინათგან ღ

მერთი მხოლო არს მოქმედი სასწა

ულთა მანვე მხოლომან უწყის სიმ

რავლე სასწაულთა მისთა და უკეთუ ს

ოლომონცა იყო ვერცა მან შ

ეუძლოს აღრიცხვად თჳნიერ ღ~თისა მხოლოსა


გვერდი, რომელზეც გვხვდება ბოლო სტრიქონი
408r
ხელნაწერის კავშირი სხვა ხელნაწერებთან

ანდერძიდან ირკვევა, რომ გადაწერილია მეფე არჩილის ნაქონი ქართლის ცხოვრებიდან.


გვერდი, რომელზეც გვხვდება კავშირის მითითება
333r
ციტატა

„მე ფ~დ ცოდვილი გიორგი მაჩაბელმან დავწერე წმინდა ესე ქართლის ცხოვრება დიაღ ძველი იყო მეფის არჩილის ნაქონი ამის მეტი არ ეწერა მოსკოვს  ქალაქს დაიწერა ქრისტეს აქეთ ათს შვიდას ოცდა თექვსმეტს 1736 დასაბამითგან შვიდი ათას ორას  ორმოცდა ოთხს 7244“


გვერდი, რომელზეც გვხვდება ციტატა
333r
ინფორმაცია ხელნაწერის ბეჭდური გამოცემის შესახებ
ტექსტის სახელწოდება
ქართლის ცხოვრება, ტექსტი დადგენილი ყველა ძირითადი ხელნაწერის მიხედვით
შექმნის თარიღი წლიდან
1736
შექმნის თარიღი წლამდე
1736
შექმნის ადგილი
მოსკოვი
ავტორი
ს. ყაუხჩიშვილი
ავტორის სქესი
მამრ.
ავტორის დაბადების ადგილი
ქუთაისი
ავტორის დაბადების თარიღი
1895-10-14
ავტორის საცხოვრებელი ადგილი
თბილისი
ავტორის განათლება
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
ავტორის პროფესია
ფილოლოგი, ისტორიკოსი, ბიზანტინოლოგი
ავტორის მიერ გამოყენებული დიალექტი
უცნობი
გამომცემელი
ს. ყაუხჩიშვილი
გამოცემის ადგილი
თბილისი
გამოცემის თარიღი
1955
რედაქტორი
ს. ყაუხჩიშვილი
ტომების/ნომრების რაოდენობა
1
გვერდების რაოდენობა
463
წვდომა
თავისუფალი