ზოგადი ინფორმაცია
პროექტის კოდი:
S-3226
პროექტის დამფინანსებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის პასუხისმგებელი პირი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ორგანიზაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ზოგადი აღწერა

პროექტი „ქართლის ცხოვრების” პარალელური კორპუსი განხორციელდა ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მოიცავს
ქართლის ცხოვრების ხელნაწერების ვარიანტებს, მათ ნათარგმნ ვერსიებს ძველ
სომხურად, ინგლისურად და სხვა ენებზე.

ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ
შენახვის ადგილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
საცავის სახელწოდება
ქართულ ხელნაწერთა საცავი
კოლექციის სახელწოდება
S
დამატებითი საიდ. კოდი, კატალოგის ნომერი
S-3226
ხელნაწერის სახელწოდება
ქართლის ცხოვრება, ჩუბინაშვილისეული ნუსხა
ხელნაწერის შექმნის ადგილი
უცნობია
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლიდან
1701
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლამდე
1800
ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ საცავში მოხვედრამდე

ხელნაწერი შეუსყიდის თეიმურაზ ბატონიშვილს 1815 წლის 11 ივნისს. შემდეგ ინახებოდა ჩუბინაშვილის არქივში, რომელიც მერე გადაეცა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას. 


ხელის აღწერა

ხელნაწერი გადაწერილია ლამაზი მწყობრი ხელით


სკრიპტის აღწერა

მხედრული


სიგანე
21
სიმაღლე
31
მინაწერები

ხელნაწერში დასაწყის გვერდის ყდაში ჩაწებებული არის პატარა ზომის ქაღალდი, რომელზეც არის შემდეგი მინაწერი: ქართლის ცხოვრება არა სრული, ნაქონი თეიმურაზ ბატონიშვილის როგორც ზედ წარწერა ასწავებს. ჩუბინაშვილის ბიბლიოთეკიდან.

1r: მეფეთა სძალი ერისთავის ქალი ანნა

უფლის ნებად ჰგიეს უკუე჻

ეს მეფეთ ცხოვრების წიგნი მისგან ღვაწლ

დებით ნაშოვნია: ვინც ეს წერილი

ნახოთ შენდობა უბრძანეთ ამისთვის

რათა თქვენცა შენდობა მიიღოთ

უფლისაგან.

ეს ქართლის ცხოვრება საქართველოს მეფის  ძემ თეიმურაზ ვიყიდე სანკტპეტერბურგს წელსა 1815 ივნისს 11.

3r ქვედა აშია: საქართველოს მეფის ძის თეიმურაზისა არის შლიგინ მეიხნისაგან ნასყიდი სანკტ პეტერბურგს.

ხელნაწერის თითოეულ  გვერდს ზედა აშიაზე აწერია მეფეთა ის სახელი, რომელის მეფობასაც ეხება ესა თუ ის გვერდი:

3r: თარგამოს

3v: თარგამოს

4r: თარგამოს

4v: ქართლოს

5r: თარგამოსიანი

5v: ქართლოსიანი

6r: თარგამოსიანი

6v: ქართლოსიანი

7r: თარგამოსიანი

7v: ქართლოსიანი

8r: თარგამოსიანი

8v: მცხეთოს

9r: ქართლოსიანი

9v: ქართლოსიანი

10r: ქართლოსიანი

10v: ქართლოსიანი

11r: ქართლოსიანი

11v: ქართლოსიანი

12r: მეფე სპარსთა

12v: მეფე სპარსთა

13r: მეფე სპარსთა

13v: მეფე სპარსთა

14r: ალექსანდრე მაკედონელი

14v: ალექსანდრე მაკედონელი

15r: ალექსანდრე მაკედონელი

15v: ალექსანდრე მაკედონელი

16r: პირველი მეფე ფარნავაზ ქართლოსიანი

16v: პირველი მეფე ფარნავაზ ქართლოსიანი

ხელნაწერში აშიებზე არის მიწერილი ე. წ შეისწავლეები, რომლებიც შესრულებულია ტექსტისავე ხელით:

3r: ადამს აქათ ათას ორას ორმოცდა ორს წელს უკან იშვა ნოე და შემდგომად ექუსასისა წლისა იყო წყლით რღვნა჻

3v: ადამს აქათ ათას შვიდას ოთხმოცდა თვრამეტს წელს უკან.

არარატი- ალაგაზია

მიდია- თავრიზი არს.

კავკასია- იალბუზი.

4v: ბერდუჯის მდინარე - დებედა.

რაჴსი- არაზია.

მოვაკანი არს მცირე ალაზანს შესაყარს ქუეით ვიდრე ზღუამდე მცირე ალაზანი იორია.

5r: ჱრეთი არს მცირე ალაზნის ამოღმართ ვიდრე გულგუსამდე ცივს აქათ და ვიდრე აზანბურამდე და მტკურამდე;

6r: ადარბადაგანი ადრიბეჯანია რომელ არს  თაბერიზის მიწა.

7v: ხუნანი გატეხილი ჴიდის ციხეა.

8r: გარდაბანთ ჭაპალას ქუეით ნახიდურსა დატაგნაგეთს ქვეით ვიდრე მტკურამდე ეწოდების: სკვირეთის მდინარე [.....]თია მაშავრია

8v: აბოცი- ყაიყულია.

8v: კუხეთი არის ნინოწმიდის ზეით სამგორი და იმას ზეით ერწოს მთამდის და არაგვამდის჻ კახეთი არის თურდოს ჴევს ზეით თიანეთი ვიდრე ჴევსურეთამდე჻

9v: შიდა ქართლი არს  ტასის კარის ქუეით: ზემო ქართლი არს ტასის კარს ზემო სამცხე და ჯავახეთი჻

11v: ფრიდონ.

12r: ქეკაპოს მეფე- სპარსთა;

მოსემ ზღვა განვლო - ადამს უკან ორი ათას ორმოცდა სამსა წელსა უკან. [......] ზღვა განვლო჻

12v: ფარშოტ- ფარემუზ;

      ქაიხოსრო ძე- შიოშისა;

      ადარბადაგანი- ადრიბეჯანია;

13r: ქ. ადამს აქათ სამას სამოც წელს უკან იყო ნაბუქოდონოსორ:

13v: სპანდიატ- ვასტაშაბო- გოსტაშაბ:

14r: ქ. ადამს აქათ სამიათას ოთხას ორმოცდა შვიდს წელს უკან განძლიერდა მეფობა სპარსთა჻

14r: ალექსანდრე მაკედონელი: ქ ადამს აქათ სამიათას ექვსას სამოცდა ორს წელს უკან იყო ალექსანდრე

14r: რა ესა ნახა჻ იგი სასტიკნი [.....] ნანი რომელ  ბუნ: თურქთ უწოდი მდინარესასა.

15v: ადამს აქათ სამიათას ორას ოცდა ცამეტს წელიწადს უკან აღაშენეს ჰრომი

12 recto: აქ ფურცელი აკლია

ხელნაწერში, იმ ადგილას სადაც გადამწერი საუბრობს იმ ეპიზოდზე რომ ქართლოსიანთა ენა იყო სომხური, აქ გადაშლილია სომხური და სხვა ხელით არის ჩაწერილი მხოლოდ ქართული: ქართლოსიანთა ენა სომხური მხოლოდ ქართული იყო რომელსა ზრახვიდეს ხ~ ოდეს  შემოკრბეს ესე.“

 

 

 


ობიექტის ფორმა, გრაგნილი
რვეული
მასალა, ქაღალდი
ქაღალდი
მასალის დამატებითი აღწერა

ხელნაწერი ჩასმულია მუყაოს ყავისფერს ყდაში. ქაღალდი არის ჭვირნიშანი - გვირგვინი, გვირგვინის დაბლა ტოტი, რომელზეც დაკიდებულია ვაზის მტევანი.


ფურცლების რაოდენობა
16
ხელნაწერის მდგომარეობა

ხელნაწერი არის რესტავრირებული. 


ხელნაწერის ფურცლების დანომრვის აღწერა

ხელნაწერი დანომრილია ფურცლების მიხედვით (რექტო-ვერსო)


ფურცლების თანმიმდევრობის დახასიათება

თანმიმდევრობა სწორია


ხელნაწერის საწყისი სტრიქონი

პატიოსანნო და დიდებულნო ჟამთა ვითარებისაგან ქართლ

ის ცხოვრება განრყუნილ იყო რომელიმე მწერალთა მიერ და რომე

ლიმე ჟამთა ვითარებისაგან არღარა წერებულ იყო: 


გვერდი, რომელზეც გვხვდება კოლოფონი
3r
ხელნაწერის ბოლო სტრიქონი

ხ~ მას დღესა შინა განვიდა და ნადირობდა

მარტო და დევნა უყო ირემთა ველსა დიღომისასა და ივლტოდეს ირემნი 


გვერდი, რომელზეც გვხვდება ბოლო სტრიქონი
16v
ინფორმაცია ხელნაწერის ბეჭდური გამოცემის შესახებ
ტექსტის სახელწოდება
... (S-3226)
შექმნის თარიღი წლიდან
1701
შექმნის თარიღი წლამდე
1800
შექმნის ადგილი
უცნობია