ზოგადი ინფორმაცია
პროექტის კოდი:
S-197.d
პროექტის დამფინანსებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის პასუხისმგებელი პირი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ორგანიზაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ზოგადი აღწერა

პროექტი „ქართლის ცხოვრების” პარალელური კორპუსი განხორციელდა ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მოიცავს
ქართლის ცხოვრების ხელნაწერების ვარიანტებს, მათ ნათარგმნ ვერსიებს ძველ
სომხურად, ინგლისურად და სხვა ენებზე.

ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ
შენახვის ადგილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
საცავის სახელწოდება
ქართულ ხელნაწერთა საცავი
კოლექციის სახელწოდება
S
დამატებითი საიდ. კოდი, კატალოგის ნომერი
S-197.d
ხელნაწერის სახელწოდება
მეფობა ირაკლი მეორისა
ხელნაწერის ენა
ქართული
ხელნაწერის შექმნის ადგილი
უცნობია
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლიდან
1801
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლამდე
1900
ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ საცავში მოხვედრამდე

ხელნაწერი დაცული იყო ჭიჭნაძის ბიბლიოთეკაში.


ხელის აღწერა

ხელნაწერი დაწერილია გაკრული ხელით


სკრიპტის აღწერა

მხედრული, იშვიათად გვხვდება ასომთავრულიც 


სიგანე
17
სიმაღლე
22
მინაწერები

1: ჭიჭინაძის ბიბლიოთეკისა

1: Д

1: 1861-1722/1391

1: 139 летном п..а


ობიექტის ფორმა, გრაგნილი
სხვა
მასალა, ქაღალდი
ქაღალდი
მასალის დამატებითი აღწერა

ქაღალდი ჭვირნიშნიანი, ჩასმულია ყავიფერს მუყაოს ყდაში.


ფურცლების რაოდენობა
30
ხელნაწერის მდგომარეობა

ხელნაწერი არის პატარა ზომის, რესტავრირებული, რომელშიც გაერთიანებულია ოთხო ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი. ხელნაწერის 1 და 30 გვ-ზე დასმულია წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბეჭედი. გვერდი 30 ია დაუწერელია დატოვებული.


ხელნაწერის ფურცლების დანომრვის აღწერა

პაგინაცია არაბული რიცხვებით არის წარმოდგენილი, თითოეული გვერდის თავში მელნით მიწერილი. ქვემოთ ასევე ფანქრითაა თვითოეული ფურცელი დანომრილი. 


ფურცლების თანმიმდევრობის დახასიათება

თანმიმდევრობა სწორია


ხელნაწერის საწყისი სტრიქონი

საქართუჱლოს მეფის თეიმურაზის ძის ირაკლის მეფის

ცხოვრება

წელსა ჩღკბ ქ~ოს უი. 


გვერდი, რომელზეც გვხვდება კოლოფონი
1
ხელნაწერის ბოლო სტრიქონი

ამაზე მიასწრა მეფე ირაკლი მაცა და ფიცხელი

ომი მოუხდათ მოსცა ღ~თ ძლევა მეფეს[.] ირკლის

და გემარჯვა და მრავალი კაცი მოკლეს და დიჭირ

ეს ოცდა ათი ვერსი მეტი სდიდა დაბრუნდნენ 

გამარჯვებულნი მოვიდნენ ტიპლის– 


გვერდი, რომელზეც გვხვდება ბოლო სტრიქონი
29
ხელნაწერის კავშირი სხვა ხელნაწერებთან

ეს ხელნაწერი, S-197 b აკინძულია სხვა ხელნაწერებთან ერთად S-197 a, S-197 g, S-197 d