ზოგადი ინფორმაცია
პროექტის კოდი:
S-197.a
პროექტის დამფინანსებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის პასუხისმგებელი პირი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ორგანიზაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ზოგადი აღწერა

პროექტი „ქართლის ცხოვრების” პარალელური კორპუსი განხორციელდა ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მოიცავს
ქართლის ცხოვრების ხელნაწერების ვარიანტებს, მათ ნათარგმნ ვერსიებს ძველ
სომხურად, ინგლისურად და სხვა ენებზე.

ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ
შენახვის ადგილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
საცავის სახელწოდება
ქართულ ხელნაწერთა საცავი
კოლექციის სახელწოდება
S
დამატებითი საიდ. კოდი, კატალოგის ნომერი
S-197a
ხელნაწერის სახელწოდება
ირაკლი მეორის ცხოვრება
ხელნაწერის ენა
ქართული
ხელნაწერის შექმნის ადგილი
უცნობია
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლიდან
1801
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლამდე
1900
ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ საცავში მოხვედრამდე

ხელნაწერი იყო მიხეილ ჩოლოყაშვილისა.


ხელის აღწერა

ხელნაწერი გადაწერილია პატარა ასოებით. გადამწერი იყენებს ბრჭყალებს და პარაგრაფის (§) მსგავს ნიშანებს სადაც უნდა ციტატის გამოყოფა. ეს ნიშანი და ზოგიერთ შემთხვევაში ბრჭყალებიც აშიაზე გამოაქვს. 


სკრიპტის აღწერა

ტექსტი მხედრულით, იშვიათად გვხვდება ასომთავრული ასოებიც 


სიგანე
17
სიმაღლე
21.5
მინაწერები

პირველ საცავ ფურცელზე: .............

პირველ საცავ ფურცელზე: მიხეილ ჩოლაყაშვილს и. андроников

პირველ საცავ ფურცელზე: .............

პირველ საცავ ფურცელზე: ირაკლი მეფის ისტორია

პირველ საცავ ფურცელზე: მიხა ჩოლოყაშვილისა


ობიექტის ფორმა, გრაგნილი
სხვა
მასალა, ქაღალდი
ქაღალდი
მასალის დამატებითი აღწერა

ხელნაწერი ჩასმულია ყავიფერს მუყაოს ყდაში.


ფურცლების რაოდენობა
67
ხელნაწერის მდგომარეობა

ხელნაწერი არის პატარა ზომის, რესტავრირებული, რომელშიც გაერთიანებულია ოთხო ერთი და იგივე შინაარსის ტექსტი, ომან ხერხეულიძის ირაკლი მეორის ისტორია. ხელნაწერის თავში და ბოლოში დასმულია ბეჭედი, რომლის წაკითხვაც შეუძლებელია.


ხელნაწერის ფურცლების დანომრვის აღწერა

პაგინაცია არაბული რიცხვებით არის წარმოდგენილი, თითოეული გვერდის თავში გადამწერის ხელით მიწერილი. 


ფურცლების თანმიმდევრობის დახასიათება

თანმიმდევრული


ხელნაწერის საწყისი სტრიქონი

ეფობა ირაკლი მეორისა, ეფის თეიმურაზის ძისა; 

შემოკლებული ისტორია ქართლისა, ირაკლი მეორისა-

თვის იწყების, თუ ვითარისა შრომითა მიიღო მეფობა ქა-

რთლისა, გარნა პ~დ მოუბოძა გარდამატებულისათჳს სი-

მხნისა მისისა, კახთ_მეფობაჲ შაჰ_ნადირ, ხ~ შ~დ შეა,

ერთნა სკიპტრაჲ ორ_მეფობით;  


გვერდი, რომელზეც გვხვდება კოლოფონი
1
ხელნაწერის ბოლო სტრიქონი

ხ~ რომელიცა მოიწია მას ზედა ჟამსა ღრმად მოხუცე-

ბულობისა მისისა საქმეჲ უბედურებითი, და მოვიდა აღა მაჰ-

მად_ხან, და აღაოხრა ტფილისი, და მისთჳს არა რაჲ დამიწერი-

ეს ჯერეთ ვინაჲთგან მიზეზნი და ვითარებანი განვრცელდე-

ბიან;  


გვერდი, რომელზეც გვხვდება ბოლო სტრიქონი
67
ხელნაწერის კავშირი სხვა ხელნაწერებთან

ეს ხელნაწერი, S-197a აკინძულია სხვა ხელნაწერებთან ერთად S-197 b, S-197 g, S-197 d