ზოგადი ინფორმაცია
პროექტის კოდი:
S-9
პროექტის დამფინანსებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის პასუხისმგებელი პირი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ორგანიზაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ზოგადი აღწერა

პროექტი „ქართლის ცხოვრების” პარალელური კორპუსი განხორციელდა ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მოიცავს
ქართლის ცხოვრების ხელნაწერების ვარიანტებს, მათ ნათარგმნ ვერსიებს ძველ
სომხურად, ინგლისურად და სხვა ენებზე.

ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ
შენახვის ადგილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
საცავის სახელწოდება
ქართულ ხელნაწერთა საცავი
კოლექციის სახელწოდება
S
დამატებითი საიდ. კოდი, კატალოგის ნომერი
S-9
ხელნაწერის სახელწოდება
ქართველთ ცხოვრება
ხელნაწერის ენა
ქართული
ხელნაწერის შექმნის ადგილი
უცნობია
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლიდან
1820
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლამდე
1820
ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ საცავში მოხვედრამდე

წიგნი ეკუთვნოდა ტფილისის მოქალაქეს ზაალ ზურაბის ძე ზაალოვს.


ინფორმაცია ხელნაწერის შეძენისა ან ჩუქების შესახებ

უცნობია


ხელის აღწერა

ხელნაწერი გადაწერილია გაკრული ხელით. გადამწერს ახასიათებს შემდეგი თავისებურება, გადატანისას ხშირად დაკლებული აქვს ხმოვნები.


სკრიპტის აღწერა

ტექსტი მხედრული შრიფტით, ხოლო სახელები, მნიშვნელოვანი ისტორიული მოვლენები, გეოგრეფიული სახელების პირველი ასოები ხშირად დაწერილია ასომთავრულით.


სიგანე
16.5
სიმაღლე
21
მინაწერები

ფორზაცის ფურცელზე: წიგნი  ესე ეკუთვნის ტფილისის მოქალაქეს ზაალ ზურაბის ძე ზაალოვს. ზაალ ზურაბის ძე ზაალოვი. აღმოვსთქვი ზაალ ზაალოვი. ხოლო ამ მინაწერის დაბლა ტექსტისავე მელნით და ხელით აქვს მიწერილი: ქართველთ ცხოვრებად ზედ წოდებული.

34r: ერევანში წავიდა  ბასხაროვი წლისა კ. ონოფრე ამბობს წლისას 3 წელსა.

34r: ქ. ეს საქართველოს მდინარე  წყალი პირველი მტკვარი ადიდდა  საშინლად ამ ჩუმ რუსების დროში ამისთანათ არ ადიდებულა და მრავალი ზარალი ქმნა წისქვილები წაიღო ქალაქისა და ნემცებს მისცა ზარალი და ბაღები წალეკა ასეთი ადიდდა რომ შადინთა ქარვასლას რომ წაკიდებული კუნჭულში რომ დიდი ქვა აქვს იმის პირდაპირ ფანჯრები დამალა  და წყლითა აიმსო. სამივ ქარვასლა და დიდი ზარალი ქმნა. წელს ჩულთ. მაისს კდ:  ოთხშაბათს დღეს დილით მოკიდებული ვახშმობამდინ იმატა და მას იქით დაიკლო ნაშვაღამევს.

34r: ქმნილი  წიგნი ესე თ~ა ნიკოლაჲ დადიანოვისა მიერ

34r: წიგნი ესე ეკუთვნის ტფილისის მოქალაქეს

34r: ზაალ ზურაბის ძე ზაალოვს.

34r: ზაალ ზურაბის ძე ზაალოვი.

34r: ხოლო ამის დაბლა არის ხელრთვა ზაალ ზაალოვი.

34v ფანქრით: არიცხულია ორას სამოცდა ცხრა გვერდი.


ობიექტის ფორმა, გრაგნილი
სხვა
მასალა, ქაღალდი
ქაღალდი
მასალის დამატებითი აღწერა

ქაღალდი ორი ფერის, ლურჯი და თეთრი. ქაღალდს აქვს 1820 წლით დათარიღებული ჭვირნიშანი. ხელნაწერს აქვს ხის ჭრელნაჭერგადაკრული ყდა.  


ფურცლების რაოდენობა
134
ხელნაწერის მდგომარეობა

ხელნაწერს აქვს დაზიანებული ყდა. 


ხელნაწერის ფურცლების დანომრვის აღწერა

ხელნაწერი დანომრილია ფურცლების მიხედვით (რექტ-ვერსო)


ფურცლების თანმიმდევრობის დახასიათება

თანმიმდევრული


ხელნაწერის საწყისი სტრიქონი

ინასიტყვაობაჲ წინამდებარისა ამის წიგნისა

ართველთ ცხოვრებად ზეწოდებულისა 

ვინათგან სჯული ბუნებითი ასწავებს ყოველთა

თავისა თვისისა უმჯობესისა აღრჩევასა, ამისთვის მეცა უმ-

ჯობესად ვრაცხე შრომაჲ ესე: 


გვერდი, რომელზეც გვხვდება კოლოფონი
1r
ხელნაწერის ბოლო სტრიქონი

ხ~ ამათ მთა-

ვრებთა ჰფლობს უსეთის იმპერატორი, ალექსანდ-

რე პავლეს ძე ~ლი და არს მშვიდობა გამოუთქმე-

ლი რ~ლიცა უმეტესად დაამტკიცოს მომცემელმა-

ნ კეთილისამან ~თნ. 


გვერდი, რომელზეც გვხვდება ბოლო სტრიქონი
133v
ინფორმაცია ხელნაწერის ბეჭდური გამოცემის შესახებ
ტექსტის სახელწოდება
წინასიტყვაობაჲ წინამდებარისა ამის წიგნისა ქართველთ ცხოვრებად ზეწოდებულისა
შექმნის თარიღი წლიდან
1801
შექმნის თარიღი წლამდე
1820
შექმნის ადგილი
უცნობია
ავტორი
ილ. აბულაძე
ავტორის სქესი
მამრ.
ავტორის დაბადების ადგილი
ზესტაფონის რაიონი, სოფელი ზემო საქარა
ავტორის დაბადების თარიღი
1901-11-24
ავტორის საცხოვრებელი ადგილი
თბილისი
ავტორის პროფესია
ფილოლოგი
გამომცემელი
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია
გამოცემის ადგილი
თბილისი
გამოცემის თარიღი
1962
გვერდების რაოდენობა
283
წვდომა
თავისუფალი