ზოგადი ინფორმაცია
პროექტის კოდი:
Q-354
პროექტის დამფინანსებელი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის პასუხისმგებელი პირი:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ორგანიზაცია:
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი
პროექტის ზოგადი აღწერა

პროექტი „ქართლის ცხოვრების” პარალელური კორპუსი განხორციელდა ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტში. იგი მოიცავს
ქართლის ცხოვრების ხელნაწერების ვარიანტებს, მათ ნათარგმნ ვერსიებს ძველ
სომხურად, ინგლისურად და სხვა ენებზე.

ინფორმაცია ხელნაწერის შესახებ
შენახვის ადგილი
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
საცავის სახელწოდება
ქართულ ხელნაწერთა საცავი
კოლექციის სახელწოდება
Q
დამატებითი საიდ. კოდი, კატალოგის ნომერი
Q-354
ხელნაწერის სახელწოდება
ქართლის ცხოვრება
ხელნაწერის ენა
ქართული
ხელნაწერის შექმნის ადგილი
უცნობია
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლიდან
1876
ხელნაწერის შექმნის თარიღი რაღაც წლამდე
1876
ინფორმაცია ხელნაწერის შეძენისა ან ჩუქების შესახებ

შეძენილია ვ. ბერიძისაგან


ხელის აღწერა

გაკრული ხელი, წვრილი ასოებით. იყენებს ქარაგმებს და სიტყვის გამყოფებს. გვხვდება ამ გადამწერისთვის დამახასიათებელი თავისებურებები: მაგ; სიტყვა ეკლესიას აქარაგმებს - ეკ~ლესია, ჳ-ს თავზე ნიშანს უკეთებს როგორც უ-ბრჯგუს. ჳ-სთან ერთად წერს ი ხმოვანს. ჰ-თანხმოვანს იყენებს სიტყვაში ხმოვნების მაგიერ.  


სკრიპტის აღწერა

მხედრული. ხელნაწერის ბოლო ნაწილში, სათაურების და აბზაცების დასაწყისში ვხვდება ასომთავრული ანბანის გამოყენების შემთხვევებიც.


სიგანე
17
სიმაღლე
21
მინაწერები

ყდის უკანა მხარეს: Q-354 საყვარელო ნახავ მამილოცამს

2: კუხეთი არს ნინო წმინდას ზეით სამგორი და იმის ზეით ერწოს მთამდის

3: აბოცი ყაი ყულია, კახეთი არს, თურდოს ხევს ზევით, თიანეთი ვ~რე ხევსურეთამდე

6: ადამითგან ცუნ ანუ მეტი ცოტა რაიმე, წელი;

10: შ~დ ადამისა; ძსნგ, ამწელს უკან აღაშენეს რომის ქალაქი

93: ამისი ცხოვრება თვითეულს მოგახსენებთ. მუნ ხსენებულარს. ყ~ივე:-

124: |იბ| მეფე დე.

140: მიხაილ მონამოხი

147: ნოველიმოსისა ნოველისიმოსე ნოველისიმოსი ნოესილისი მეფე ბერძენთა. მიხაილ. დისწული. გიორგი. მეფისა:

186: მამის, დისწული გიორგი მეფისა, შარვანშა.

192: გიორგი. მეფისა. ასული. თამარ.

204: საღრტილი ტალს ჰქჳან

358: ეჰა. იხილე. აქაცა. რაჲ. არს. ცოდვისა. ძლით.

359: ეჰა. იხილე. აქაცა. ნაყოფილობა. ცოდვისა უკეთუ ვ~რი არს

383: აქა დასრულდა დედანი, რომლიდანაც გადმოვწერ. ვგონებ რომ კიდევ აკლდეს და გთხოვთ უმორჩილესად ნუ მწყევთ. შენდობას ყოფდეთ. ცოდვილს მღუდელ მონაზონის სტეფანესთვის. კეთილად. მკითხველნო. თუმცა იხილოთ შეცთომა რაჲმე, ანუ ასო მრუდეთ და. სიტყუა საძნელოთ გამოსათქმელი. ხოლო დედანში ო და. ა. ყ. და. ჴ. ზ. და ხ. ვ. და ე, მ. და ბ. გ. და მ. ბ. და გ. ი. და. ა. უ. და. ჟ. ჳ. და უ. ესენი. ერთმანეთს ჰგუანდნენ. და. არა. განირჩეოდა. ამათ გამო იქმნება. ძნელი გამოსათქმელი სიტყუა. მრავალი:- ამის მიერ. ვითხოვ მომიტეოთ შეცდომა;

ჩყოვ-სა წელში ვიწყე. მაისიდგან; რომელიც თავსა პირველსა ფურცელსა წერილ არს რიცხვი მაისისია. და. დასრულდა, ამავე წელსა. დეკემბრის კგ-სა. რიცხუსა.

აღვწერე დროსა ჩემსა ხან შესრულობისასა. და თვალთ ბრყვილობისა მიერ ვერ განვაწყე ასონი; გვარათ ვარ რევაზოვი, შიოს ძე. ნათლობის სახელი ნაომ. და. ბერობისა სტეფანე. 

აგრეთვე რაც რომ ქარაგმით არს აღწერილი. ამის მეორე გვერდზედ არის გამოკრებილი. ქარაგმიანი სიტყუანი. თვისის განმარტებული სიტყუაებით ყოველივე. და იმით. იხსნიდეთ, მკითხველნო.

396: ოდეს ქართლი მოაქცია ქ~ეს ამაღლებითგან. ტნჱ-სა წელი

441: წ~ო ნინო მოციქულო ქართველთ განმანათლებელო -შუა მდგომელ მექმენ მეუფესთან ცოდვილს ნაომს რევაზოვს - ამინ.

უკანა ყდაზე, შიდა მხარეს: თქვენო მამაო [...................]

20: + 

27: + 

40: + 

204: + 

221: + 

227: + 

228: + 

229: + 

235: + 

265: + 

284: + 

296: + 

311: +  

280: „

384: „


ობიექტის ფორმა, გრაგნილი
სხვა
მასალა, ქაღალდი
ქაღალდი
მასალის დამატებითი აღწერა

ქაღალდს აქვს  ბეჭედი-შტამპი, წარწერით: ГЕРГЬЕВА ФАБРИКА №6


ფურცლების რაოდენობა
454
ხელნაწერის მდგომარეობა

ყავისფერი მუყაოს ყდა, ყავისფერი კოლენკორგადაკრულ მუყაოს ყუთში მოთავსებული, სარესტავრაციო. ხელნაწერის წინა ყდა მოცილებულია 1-2 გვერდითურთ, უკანა ყდა მიკერებულია. ხელნაწერი თავში ნაკლულია.


ხელნაწერის ფურცლების დანომრვის აღწერა

ხლნაწერი დანომრილია გვერდების მიხედვით. ქართლის მოქცევის ტექსტიდან გვხვდება ორი პარალელური აღრიცხვა. ერთი, რომელიც მთელს ხელნაწერს მიყვება, და მეორე, რომელიც საკუთრივ ამ ტექსტს ეკუთვნის. 


ფურცლების თანმიმდევრობის დახასიათება

მთლიანი ხელნაწერის აღრიცხვის მიხედვით 407 გვერდი გამოტოვებულია, პაგინაცია 406-დან გადადის 408-ზე.


ხელნაწერის საწყისი სტრიქონი

ბრძოლა სასტიკი რ~ლი ემსგავსებოდა სასტიკებასა რ~ მტვერი ფერჴისა მათისა ვ~ა ღრუბელი. და 


გვერდი, რომელზეც გვხვდება კოლოფონი
1
ხელნაწერის ბოლო სტრიქონი

ადიდებდეს მამასა, და ძესა, და წ~დსა სულსა,

რ~ლისა არს დიდებაჲ, აწდა მარადის, და უკ~ი უკ~ე; ამინ; 


გვერდი, რომელზეც გვხვდება ბოლო სტრიქონი
446